2022-11-04
ლექცია ახალ ქართულ გიმნაზიაში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე ახალ ქართულ გიმნაზიას ესტუმრა და უფროსკლასელებს ენერგეტიკის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა.
ზვიადი მოსწავლეებს ესაუბრა ზოგადად ენერგეტიკის და ქვეყნის ენერგომომარაგების საკვანძო ობიექტის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და მნიშვნელობის შესახებ.
მან ასევე ისაუბრა ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესების მნიშვნელობაზე, ენერგეტიკაზე, როგორც მომავლის პროფესიაზე, რომელსაც თანამედროვე სამყაროში განვითარების ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს.
ახალგაზრდა თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესების მიზნით, სსე მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია და დააინტერესოს ენერგეტიკის დარგით, რაც მათთვის პროფესიის შერჩევაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.