2022-03-29
შეხვედრა სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ენერგოკომპანიების წარმომადგენლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ენერგოკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით გათვალისწინებული სამშენებლო პროექტების მიმდინარეობის საკითხები, ახალი ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის ვადები, გამოწვევები და მშენებლობის ტექნიკური დეტალები.






