2022-03-25
სსე-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და პირველმა მოადგილემ კახაბერ ქებურიამ სსე-ის სარეზერვო სადისპეტჩერო მართვის ცენტრი მოინახულეს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და პირველმა მოადგილემ კახაბერ ქებურიამ სსე-ის სარეზერვო სადისპეტჩერო მართვის ცენტრი მოინახულეს და სასისტემო ავარიული ვარჯიშის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.
ავარიულ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა. ასევე „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების თანამშრომლებმა. სასისტემო ავარიული ვარჯიში სსე-ში ყოველკვარტალურად ტარდება და ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას, დისპეტჩერების მომზადების დონის შემოწმებასა და ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის მეთოდების შესწავლას ემსახურება.