ახალი ამბები

2023-04-13 

შეხვედრა TEIAS-ისა და RTE-International-ის წარმომადგენლებთან

საკონსულტაციო კომპანია Fichtner-ის პროექტის „სსე-ის ორგანიზაციული და ოპერატიული მხარდაჭერა“ ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სსე-ის წარმომადგენლების, თურქეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის TEIAS და საფრანგეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის RTE შვილობილი კომპანიის RTE International-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

TEIAS-ის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელმა ჩაატარა ტრენინგი და დეტალურად მიმოიხილა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის ENTSO-E ტექნიკური და სამართლებრივი მოთხოვნები დამკვირვებელი წევრებისთვის და ისაუბრა TEIAS-ის მიერ დამკვირვებლის სტატუსის მისაღებად წლების განმავლობაში ჩატარებულ კვლევებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე. სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, რაც მიზნად ისახავს სსე-სთვის ENTSO-E-ს დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღებას.

ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელი 35 ქვეყანაში მოქმედ 39 გადამცემი სისტემის ოპერატორს აერთიანებს და მის მიზანს შიდა ენერგეტიკული ბაზრის ოპტიმალური და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიზანია, გახდეს ENTSO-E-ს დამკვირვებლის სტატუსის მქონე კომპანია, სრულფასოვნად შეისწავლოს ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელის პოლიტიკა და სამართლებრივი საკითხები. აღნიშნული სტატუსის მოპოვების შემდეგ, სსე-ს შესაძლებლობა ექნება, გადამცემი სისტემის ოპერატორების ექსპერტთა ფართო წრისგან მიიღოს სრულფასოვანი ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკა.

meeting1.jpgmeeting 2.jpgmeeting3.jpgmeeting4.jpg

კომუნიკაცია