ახალი ამბები

2023-06-06 

შემეცნებითი ტური ქვესადგურში „მენჯი 220“

შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქვესადგურს „მენჯი 220“ ქ. სენაკის მე-3 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ქვესადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს სენაკის, ხობის, აბაშის, მარტვილის მუნიციპალიტეტებს და ქალაქ ფოთს. სსე-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს ქვესადგურის მართვის პრინციპები, მიაწოდეს ინფორმაცია მაღალი ძაბვის ქსელისა და ძალოვანი ენერგეტიკული დანადგარების ფუნქციონირების შესახებ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან აქტიურ რეჟიმში ახორციელებს შემეცნებით ტურს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები.

SemecnebiTi-turi-menji-1-small.jpgSemecnebiTi-turi-menji-2-small.jpgSemecnebiTi-turi-menji-3-small.jpgSemecnebiTi-turi-menji-4-small.jpgSemecnebiTi-turi-menji-5-small.jpgSemecnebiTi-turi-menji-6-small.jpg

კომუნიკაცია