ახალი ამბები

2023-05-17 

შეხვედრა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებთან

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და დირექტორმა ორგანიზებული ბაზრების განვითარებისა და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში ზვიად გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა, ელექტროენერგიის მწარმოებლები და ბაზრის სხვა მონაწილე მხარეები.

ზვიად გაჩეჩილაძემ წარადგინა პრეზენტაცია „საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის მიმოხილვა“, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებების და სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე იმსჯელეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე საუბარი შეეხო სატესტო რეჟიმში ვაჭრობის შედეგებს და იმ გამოწვევებსა და გამოცდილებას, რომელიც ბაზრის მონაწილე მხარეებს აღნიშნული სატესტო რეჟიმით ვაჭრობისას დაუგროვდათ.

ელექტროენერგეტიკული ბაზარი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს. ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს.

Sexvedra eleqtroenergetikuli bazris-monawileebTan-1-small.jpgSexvedra eleqtroenergetikuli bazris-monawileebTan-2-small.jpgSexvedra eleqtroenergetikuli bazris-monawileebTan-3-small.jpg

კომუნიკაცია