ახალი ამბები

2023-01-01 

ახალი, 2023 წელი ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში ახალი წლის შეხვედრა უკვე ტრადიციად იქცა.

ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა დისპეტჩერებს ახალი, 2023 წლის დადგომა მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს პროფესიონალიზმისთვის და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის სამსახურში დიდხანს ყოფნა უსურვეს.

საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის უკან ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერები დგანან. სწორედ მათი 24-საათიანი შრომით არის განპირობებული ქვესადგურებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გამართული ოპერირება, ქვეყნის უწყვეტი ენერგომომარაგება და ენერგეტიკული სისტემის გამართული ფუნქციონირება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ულოცავს ყველა დისპეტჩერს ახალი წლის დადგომას!

Axali weli 2023_1_small-300x200.jpgAxali weli 2023_2_small-300x200.jpgAxali weli 2023_3_small-300x200.jpg

კომუნიკაცია