ახალი ამბები

2023-03-21 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის სტატუსი მიენიჭათ

ტექნიკური უსაფრთხოების და ინსპექციის სამსახურის 15 თანამშრომელს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს სასერტიფიკატო გამოცდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში არსებულ საგამოცდო ცენტრში, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ხელს უწყობს თანამშრომლების გადამზადებას ამ მიმართულებით და ზრუნავს მათი კომპეტენციისა და უნარების გაზრდაზე.

rsz_sertifikati21.jpg

კომუნიკაცია