2023-01-27
ენერგეტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტების ვიზიტი ქვესადგურში „ნავთლუღი-220”
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კუთვნილ ნავთლუღის ქვესადგურს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ. მაგისტრანტებმა დაათვალიერეს ქვესადგური, გაეცნენ მაღალი ძაბვის ქსელისა და ძალოვანი ენერგეტიკული დანადგარების ფუნქციონირების პრინციპებს, სსე-ის თანამშრომლებისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ენერგოსისტემაში სიმძლავრის ნაკადგანაწილებების, ძაბვის საფეხურებისა და სიხშირის შესახებ. სტუდენტები ასევე ესტუმრნენ ნავთლუღის ქვესადგურში განთავსებულ სსე-ის სასწავლო ცენტრს, დაათვალიერეს სასწავლო პოლიგონი, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც ქვესადგურის პერსონალს უწევს მუშაობა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მაქსიმალურად უწყობს ხელს მომავალ ენერგეტიკოსებს პროფესიულ განვითარებაში, ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები.