2023-09-11
ენერგეტიკოსის დღე
10 სექტემბერს, ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურ „ზაჰესის“ კაშხლის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და სხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებმა.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლები, რომლებსაც კომპანიის საქმიანობასა და ენერგეტიკის დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.
საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსის წოდება მიენიჭათ: გიორგი ამუზაშვილს, ვახტანგ ქინქლაძეს, გელა კეზუას, ირაკლი პატარაიას, ივრიდი ჯიქიას, დავით ლაგრაძეს, ლიანა ჯაიანი-მელქაძეს, არჩილ კოხტაშვილს, ვლადიმერ ჭანტურიძეს, ზურაბ მიქაიას, მაგული თოფურიას, მალხაზ სამინავას, თეიმურაზ კელეპტრიშვილს, დავით ჩხეიძეს, ომარ გაგოშიძეს, მერაბ აბაშიძეს, ზურაბ ძამუკაშვილს, გიორგი ქიტიაშვილს, ილია ყარაშვილს, ლიანა ხარიბეგაშვილს და მარიკა ჩიკვაიძეს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოს ყველა ენერგეტიკოსს ულოცავს პროფესიულ დღეს!