ახალი ამბები

2023-07-13 

ენერგიის დამაგროვებლების პროგრამის კვალიფიკაციის ამაღლების ტური

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორმა დისპეტჩერიზაციის საკითხებში გიორგი ამუზაშვილმა სსე-ის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ენერგიის დამაგროვებლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამხრეთ კორეაში გამართულ კვალიფიკაციის ამაღლების ტურში.

ტური აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები. ტურის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა კორეის რესპუბლიკის სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიასთან. საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ კორეის ჰიბრიდული ელექტროსადგურის ფუნქციონირების პრინციპებს, სადაც განთავსებულია მზის ფოტოვოლტური პანელები და ენერგიის დამაგროვებელი ბატარეები. აღნიშნული ტურის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ქართველ ექსპერტებს დაეხმარება ენერგიის დამაგროვებელი სისტემების წარმატებულ განვითარებაში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური და კომპანიების Mercados Aries International, Integration Environment & Energy GmbH და ადგილობრივი პარტნიორი PMCG-ის მხარდაჭერით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს „ენერგიის დამაგროვებლების განვითარების პროგრამა“, რაც გულისხმობს ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების შესწავლა/განვითარებას.

პროგრამის განხორციელება მკვეთრად აამაღლებს საქართველოს გადამცემი სისტემის მდგრადობას, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და გაზრდის განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრირების შესაძლებლობებს.

korea1S.jpgkorea2S.jpgkorea3S.jpg

კომუნიკაცია