ახალი ამბები

2023-02-06 

გიორგი გიგინეიშვილმა წყალტუბოს ქვესადგური მოინახულა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა ქვესადგურის „წყალტუბო-500“ მშენებლობის ადგილი მოინახულა. გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და შეაფასა განხორციელებული სამუშაოები.

ამ დროისათვის, მოწყობილობების ძირითადი ნაწილი მოწოდებულია, დასრულებულია ავტოტრანსფორმატორების და რეაქტორების ფუნდამენტების მოწყობა. მიმდინარეობს ანძების ფუნდამენტების მოსამზადებელი სამუშაოები და საძირკვლებისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა. უახლოეს მომავალში დაიწყება მართვის ფარის შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ქვესადგურის „წყალტუბო-500“ მშენებლობას მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ახალი ჰესების საქართველოს ენერგოსისტემასთან დაკავშირება, რასაც მოჰყვება რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდა და ქვეყნის ელექტროენერგიის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2023 წელს.

tskaltubo11.jpgtskaltubo22.jpgtskaltubo77.jpgtskaltubo88.jpgtskaltubo33.jpgtskaltubo44.jpgtskaltubo55.jpgtskaltubo66.jpgtskaltubo99.jpg

კომუნიკაცია