ახალი ამბები

2023-09-12 

გიორგი გიგინეიშვილი მრავალშვილიან თანამშრომლებს შეხვდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა სსე-ის მრავალშვილიან თანამშრომლებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ, სასაჩუქრე ბარათები გადასცა.
„დიდი პასუხისმგებლობაა, გერქვას მრავალშვილიანი მშობელი. მინდა, ახალი სასწავლო წელი ნაყოფიერი იყოს თქვენი შვილებისთვის. გისურვოთ სიხარული, ბედნიერება, წარმატებები შვილებთან ერთად!“ -აღნიშნა გიორგი გიგინეიშვილმა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ყოველწლიურად ასაჩუქრებს მრავალშვილიან თანამშრომლებს. წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება და დღეისათვის, კომპანიას უკვე 41 მრავალშვილიანი თანამშრომელი ჰყავს.

giftcards 55s.jpggiftcards 11s.jpggiftcards 22s.jpggiftcards 33s.jpggiftcards 44s.jpggiftcards 66s.jpg

კომუნიკაცია