ახალი ამბები

2023-08-09 

ჰიდროლოგიის პროგნოზირების პლატფორმის მართვას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და კომპანია „გრუნერ შტუკის“ ჰიდროენერგეტიკის და კაშხლების მიმართულების ხელმძღვანელმა ბრენდან მარტინ ქუიგლიმ ხელი მოაწერეს პროექტის „ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა“ სსე-სთვის გადაცემის ხელშეკრულებას.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა ახალი ჰიდროლოგიური მოდელი ენგურის აუზში არსებული ჰიდროელექტროსადგურების გენერაციის დასაგეგმად და ენგურჰესის წყალსაცავის ოპტიმალურად სამართავად. შეიქმნა პლატფორმა Tethys-ის ჰიდროლოგიის პროგნოზირების სისტემა, რომელიც, გარდა არსებული მათემატიკური მიდგომებისა, პროგნოზირებისთვის იყენებს ხელოვნურ ინტელექტს.

პლატფორმის მართვას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს. ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტატისტიკური ბაზის მართვით, სსე ხელს შეუწყობს მდინარე ენგურის ჰიდროპოტენციალის ათვისებას და წყლის რესურსების ოპტიმალურად მართვას.

„ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტი“ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითა და საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის კონსორციუმის ლიდერის „გრუნერ შტუკის“ უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

platformis-martvas-sse-ganaxorcielebs-1-small.jpgplatformis-martvas-sse-ganaxorcielebs-2-small.jpg

კომუნიკაცია