ახალი ამბები

2023-01-31 

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში

მსოფლიო ბანკის მისიის საქართველოში სტუმრობის ფარგლებში, სსე-ის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელ სუდეშნა გოშ ბანერჯის, პროექტის გუნდის ლიდერს იორნ ჰუენტლერს და მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. განიხილეს გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და შავი ზღვის ფსკერის ღრმაწყლოვანი კვლევების აუცილებლობა, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს პროექტის სპეციფიკაციის განსასაზღვრად.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ასევე შეაფასეს სსე-ში მათი მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების პროგრესი და აქტივობები და გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა სამომავლო პროექტებში მონაწილეობის თაობაზე.

WB11.jpgWB22.jpgWB44.jpgWB33.jpg

კომუნიკაცია