ახალი ამბები

2023-06-27 

კომპანია Green Energy-ის ინიციატივით, გაიმართა საინფორმაციო ღონისძიება „მომავალი განახლებად ენერგიაშია“

კომპანია Green Energy-ის ინიციატივით, გაიმართა საინფორმაციო ღონისძიება „მომავალი განახლებად ენერგიაშია“. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ენერგეტიკული ბირჟის“ და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზანს განახლებადი ენერგიების წყაროების თემაზე ცნობიერების ამაღლება და ენერგოკომპანიების თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების საფუძველზე მოსაზრებების გაზიარება წარმოადგენდა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი ამუზაშვილმა თავის პრეზენტაციაში ისაუბრა განახლებად ენერგიებში ინვესტიციების ზრდის აუცილებლობაზე, ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციის დეტალებზე და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სუფთა ენერგიის მნიშვნელობაზე.

განახლებადი ენერგიების წარმოების ხელშეწყობა და ქსელში ინტეგრაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანიის მიზანი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ენერგოეფექტურობისკენ მიმართული ღონისძიებების ხელშეწყობა და განახლებადი ენერგიების წყაროების განვითარების წახალისებაა.

momavali 1.jpgmomavali 2.jpgmomavali 3.jpgmomavali 4.jpgmomavali 5.jpgmomavali 6.jpgmomavali 7.jpg

კომუნიკაცია