ახალი ამბები

2023-07-03 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სტუ-ს დასაქმების ფორუმზე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მორიგი დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციები. ფორუმზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიწვეული იყო, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი.

ფორუმის მიზანს კურსდამთავრებულების დამსაქმებლებთან დაკავშირება და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენდა. სამუშაოს მაძიებლებს წელსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ სსე-ში არსებულ ვაკანსიებს, შეერჩიათ თავიანთი კომპეტენციის შესაბამისი პოზიციები, გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და დაეტოვებინათ თავიანთი მონაცემები.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მაქსიმალურად უწყობს ხელს მომავალ ენერგეტიკოსებს პროფესიულ განვითარებაში, ყოველთვის აქტიურად არის ჩართული მათ პროფესიულ გადამზადებაში და საშუალებას აძლევს, მიიღონ სრულფასოვანი ცოდნა და დასაქმდნენ კომპანიაში.

stu4S.jpgstu1S.jpgstu2S.jpgstu3S.jpgstu5S.jpg

კომუნიკაცია