2023-02-09
შეხვედრა „ენერგეტიკული უსაფრთხოების პროგრამის" ფარგლებში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სსე-ის, კომპანია MERCADOS-ის და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საუბარი შეეხო ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების ოპტიმალური სიმძლავრისა და ტევადობის დასადგენად საჭირო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრას.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირების სცენარები, ბატარეის მოდელირების პრინციპები, ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების დაყენების შესაძლო ლოკაციები და ბატარეების ოპერირების თავისებურებები ახალი ელექტროენერგეტიკული ბაზრის პირობებში.
ენერგიის დამაგროვებელი ბატარეები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს გადამცემი სისტემის მდგრადობისთვის და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უსაფრთხოდ მიწოდებას.



