ახალი ამბები

2023-02-13 

შეხვედრა Siemens Energy-ს წარმომადგენლებთან

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სსე-ის და კომპანია Siemens Energy-ს წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სსე-ის მხრიდან გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და პირველი მოადგილე კახაბერ ქებურია, ხოლო Siemens Energy-ს მხრიდან ალექსანდრ ზოლოტუხინი და მარკო ბრეი ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს სამომავლო პროექტების, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის და კონვერტორულ სადგურში „ახალციხე 500“ მესამე, 350 მეგავატიანი მუდმივი დენის ჩანართის მოწყობის პროექტების განხილვა წარმოადგენდა.

Siemens-ის უშუალო მონაწილეობით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული, რომლებიც ჰარმონიზებულია ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელის სტანდარტებთან და პასუხობს სისტემისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

Siemens11.jpgSiemens22.jpgSiemens33.jpgSiemens44.jpg

კომუნიკაცია