2023-06-14
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ათენის 28-ე ელექტროენერგეტიკულ ფორუმზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო ათენის 28-ე, ყოველწლიური ელექტროენერგეტიკული ფორუმის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა განახლებადი ენერგორესურსების ქსელში ინტეგრაციის საკითხებს.
ზვიად გაჩეჩილაძემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოს გამოცდილება განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების შესახებ. ისაუბრა საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების პერსპექტივასა და განვითარების გეგმებზე. ასევე საუბარი შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას და გავლენას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების კუთხით.
ფორუმი მოიცავდა დისკუსიებსა და დებატებს ენერგეტიკის სექტორის ფორმირების ძირითად მიმართულებებზე. სხვა საკითხებთან ერთად, ფორუმზე განხილული იქნა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმები და განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში და ბაზარზე ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები.