ახალი ამბები

2023-04-28 

სსე-მ მსოფლიო ბანკის მისიას უმასპინძლა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე კახაბერ ქებურია და სხვა პასუხისმგებელი პირები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საბალანსო ბაზრის გახსნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და სხვა მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი კვლევების ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე.

ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტის პრიორიტეტულობას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების ელექტროენერგეტიკული სისტემების დაკავშირებას კონტინენტური ევროპის სისტემებთან.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ქვესადგურ „წყალტუბო 500"-ისა და 500კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბოს" მშენებლობის მიმდინარეობა, რომლებიც „ენერგომომარაგების მდგრადობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ენერგოსისტემის უსაფრთხოების ამაღლებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელთან ინტეგრირების მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაგრძელდება მსოფლიო ბანკის წარმატებული თანამშრომლობა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-სთან ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის მდგრადობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

WorldB1.jpgWorldB2.jpgWorldB3.jpg

კომუნიკაცია