ახალი ამბები

2023-03-28 

სსე-ში ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში, პირველად საქართველოში, განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო. წარმოშობის სერტიფიკატი წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც მომხმარებელს აწვდის სრულ ინფორმაციას განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგიის რაოდენობის შესახებ და გამოიყენება, როგორც განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდასაჭერად, ასევე ენერგიის მიმწოდებლებისა და მომხმარებლების მიერ განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისებისთვის.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2022 წელს დამტკიცებული დადგენილების „განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის“ საფუძველზე, სსე ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა.

ამჟამად დარეგისტრირებულია ერთი მიმწოდებელი და 37 ელექტროსადგური მათ შორის, ქარის სადგურებიც.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმების შესაბამისად. აგრძელებს სერტიფიცირების სისტემის განვითარებას, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს და მომავალშიც გეგმავს საინფორმაციო ხასიათის ტრენინგების ჩატარებას დაინტერესებული მხარეებისთვის.

rsz_1338190225_883598506034204_8827837668246712235_n.jpg

კომუნიკაცია