ახალი ამბები

2023-05-08 

სსე-ში ხარისხის მართვის ტრენინგები ჩატარდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში TUV AUSTRIA-ს ავტორიზაციის მქონე MAGNUM OPUS-ის წარმომადგენლებმა მასერტიფიცირებელი ტრენინგები ჩაატარეს, რომელზეც განხილული იყო შემდეგი თემები: „ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტი ISO 9001:2015“, „მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორი ISO 19011:2018“, „რისკების მენეჯმენტი ISO 3100:2018“. სსე-ის 18-მა თანამშრომელმა წარმატებით გაიარა სატრენინგო კურსი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.

2014 წელს, როცა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ხარისხის მენეჯმენტის სისტემა დანერგა, სსე პირველი ენერგეტიკული ორგანიზაცია იყო საქართველოში, რომელიც აღნიშნულ სერტიფიკატს ფლობდა.

ამ ეტაპზე, კომპანია ემზადება ხარისხის მართვის სისტემის განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რათა 2023 წელს მეოთხედ გაიაროს რესერტიფიცირების პროცესი. სწორად ამას ემსახურება მასერტიფიცირებელი ტრენინგები, რომლებიც რისკების მართვის სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და იმ შესაძლებლობების შეფასებას ისახავს მიზნად, რომლებიც გავლენას მოახდენენ კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისა და დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების ხარისხზე.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც განვითარებაზე, ბიზნესის მართვის გაუმჯობესებასა და სისტემის შედეგიანობაზე ორიენტირებული კომპანია, განაგრძობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და დგას იმ კომპანიების გვერდით, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე წამყვანი პოზიციები უჭირავთ.

rsz_346055022_3082300335408639_3462246344262529894_n.jpg

კომუნიკაცია