ახალი ამბები

2023-06-27 

ტრენინგი „ენერგიის დამაგროვებლების განვითარების პროექტი“-ს ფარგლებში

„ენერგიის დამაგროვებლების განვითარების პროექტი“-ს ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში ტრენინგები გაიმართა. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და სსე-ის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებმა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირების პირობებში ენერგიის დამაგროვებლების საკანონმდებლო მოთხოვნები, ტექნიკური სტანდარტები, ბატარეის მოდელირების პრინციპები და პარამეტრები. საუბარი შეეხო ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების ოპტიმალური სიმძლავრისა და ტევადობის დასადგენად საჭირო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრას.

ენერგიის დამაგროვებელი ბატარეები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს გადამცემი სისტემის მდგრადობისთვის, უზრუნველყოფს მზისა და ქარის სადგურების ინტეგრაციის ლიმიტების გაზრდას და ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური და კომპანიების Mercados Aries International, Integration Environment & Energy GmbH და ადგილობრივი პარტნიორი PMCG-ის მხარდაჭერით.

treningi-energiis-damagroveblebis-ganviTarebis-proeqti-s-farglebSi-1-small.jpgtreningi-energiis-damagroveblebis-ganviTarebis-proeqti-s-farglebSi-2-small.jpgtreningi-energiis-damagroveblebis-ganviTarebis-proeqti-s-farglebSi-3-small.jpgtreningi-energiis-damagroveblebis-ganviTarebis-proeqti-s-farglebSi-4-small.jpgtreningi-energiis-damagroveblebis-ganviTarebis-proeqti-s-farglebSi-5-small.jpg

კომუნიკაცია