ახალი ამბები

2023-03-27 

ვიზიტი ქვესადგურში „გარდაბანი 500“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორთან გიორგი გიგინეიშვილთან ერთად ქვესადგურს „გარდაბანი 500“ ეწვია და ქვესადგურში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

„გარდაბანი 500“ ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურს წარმოადგენს. ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია იკლებს, თბოსადგურებისა და სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზების ხარჯზე, ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარების 60-70%-ს უზრუნველყოფს.

გარდაბნის ქვესადგურის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. 2022 წლის დასასრულს, განხორციელდა ქვესადგურის სრული რეკონსტრუქცია - მოეწყო 330 და 220 კვ ახალი უჯრედები, ექსპლუატაციაში შევიდა 400 მვა სიმძლავრის, 330 კვ მეორე ავტოტრანსფორმატორი. სამუშაოები აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა.

პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის შესაძლებელი გახდება 1000 მგვტ სიმძლავრის შეუფერხებლად მიმოცვლა, რაც სინქრონული ოპერირების საიმედოობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

500 2.jpg500 4.jpg500 9.jpg500 3.jpg500 5.jpg500 7.jpg500 8.jpg500 1.jpg500 6.jpg

კომუნიკაცია