ახალი ამბები

2024-07-24 

შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, TEIAS-ის და EKC-ის წარმომადგენლებს შორის

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ-ს ენერგეტიკული ასოციაციის (USEA) ორგანიზებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, თურქეთის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (TEIAS) და „ელექტროენერგიის საკოორდინაციო ცენტრის“ (EKC) წარმომადგენლებს შორის, თბილისში, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებში ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრების მიზანს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაში ახალი საბაზრო მექანიზმების დანერგვა, შესაბამისი ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე შემუშავებული სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვა წარმოადგენდა.

მხარებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილი ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურები. ქართველმა და თურქმა კოლეგებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებიც, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას და უზრუნველყოფს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის საიმედო ელექტროენერგეტიკულ კავშირს.

Sexvedrebi-sse-is-TEIAS-is-da-EKC-is-warmomadgenlebs-Soris-2-small.jpgSexvedrebi-sse-is-TEIAS-is-da-EKC-is-warmomadgenlebs-Soris-3-small.jpg

კომუნიკაცია