2024-01-01
ახალი 2024 წელი ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა, სსე-ის დისპეტჩერებს ახალი, 2024 წლის დადგომა პირადად მიულოცეს. გაეცნენ ენერგოსისტემაში არსებულ ვითარებას და მადლობა გადაუხადეს ქვეყნის სტრატეგიული ობიექტის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას დღესასწაულებზეც 24-საათიან რეჟიმში ასრულებენ. სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გამართული ფუნქციონირება, რაც უწყვეტი ენერგომომარაგების გარანტია.
ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში ახალი წლის აღნიშვნა უკვე წლებია ტრადიციად იქცა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის ყველა დისპეტჩერს მადლობას უხდის პროფესიონალიზმისა და კოორდინირებული მუშაობისთვის და ულოცავს 2024 წლის დადგომას!