ახალი ამბები

2024-09-04 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დელეგაცია CIGRE-ს საერთაშორისო სიმპოზიუმზე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ გენერალური დირექტორის გიორგი გიგინეიშვილის, დირექტორთა საბჭოს წევრების - გიორგი ამუზაშვილის და ზვიად გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) პარიზის სესიაში.
სსე-ის მენეჯმენტმა ENTSO-E-ს წევრ ევროპული სისტემის ოპერატორებთან და სხვა უცხოელ კოლეგებთან ერთად, განიხილა თანამედროვე ელექტროენერგეტიკული სისტემების ტექნიკური ოპერირებისა და განვითარების პერსპექტივები. სსე-ის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი დაესწრო ფორუმს, სადაც დირექტორატის 150-მდე წარმომადგენელთან ერთად, სექტორში მიმდინარე თანამედროვე გამოწვევების და კრიტიკული მნიშვნელობის საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. დირექტორთა საბჭოს წევრმა და CIGRE საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამუზაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ადმინისტრაციული საბჭოს შეხვედრაში და ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებში, სადაც დააფიქსირა საქართველოს ეროვნული კომიტეტის არჩევანი.
დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ ფარგლებში გამართა შეხვედრები საკონსულტაციო კომპანია CESI-სთან და სხვა პოტენციურ პარტნიორებთან, რომელთაც მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ.
CIGRE-ს საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო 500-მდე კომპანიის ინოვაციური პროდუქტი და 1300 კვლევითი სტატია. სსე-ის დელეგატებმა
წარადგინეს 4 კვლევითი სტატია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. აღსანიშნავია, რომ წელს, სსე-ის მხრიდან პირველად, სესიას ესწრებოდნენ ქალი ინჟინრები, რომელთა აქტიურობის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდება CIGRE-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - „ქალები ენერგეტიკაში“.
CIGRE-საქართველოს ეროვნული კომიტეტი 2018 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივით დაფუძნდა. მას შემდეგ სსე-ის დელეგატები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან და ჩართულები არიან ინოვაციურ, კვლევით პროცესებში. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კომიტეტი წარმოდგენილია 6 კვლევით კომიტეტში და მონაწილეობდა 10-ზე მეტ სამუშაო ჯგუფში.

rsz_csm_share_eeb6ccad91.jpg

კომუნიკაცია