ახალი ამბები

2024-09-10 

ენერგეტიკოსის დღე

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ქვესადგურში „თელეთი 220“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ქვეყნისთვის ენერგეტიკის დარგის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს პირველმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელებმა. საზეიმო ღონისძიებაზე ენერგეტიკის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ და საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსის წოდება მიენიჭათ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს: მანანა ჯანეზაშვილს, მიხეილ სართანიას და ნოდარ გავაშელს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ყველა ენერგეტიკოსს ულოცავს პროფესიულ დღეს!

energyWday4.jpgenergyWday1.jpgenergyWday2.jpgenergyWday3.jpgenergyWday5.jpgenergyWday6.jpgenergyWday7.jpgenergyWday8.jpgenergyWday9.jpg

კომუნიკაცია