ახალი ამბები

2024-08-07 

„გარდაბანი 500“-ში ახალი ავტოტრანსფორმატორები დამონტაჟდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ საკვანძო ქვესადგურში „გარდაბანი 500“ სამი ცალი ახალი 330 კვ133 მვა ავტოტრანსფორმატორი დამონტაჟდა.

„გარდაბანი 500“ ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურს წარმოადგენს. ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია იკლებს, თბოსადგურებისა და სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზების ხარჯზე, ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარების 60-70%-ს უზრუნველყოფს. შესაბამისად, სასისტემო მნიშვნელობის ავტოტრანსფორმატორებს დიდი როლი აქვს ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობის თვალსაზრისით.

პროექტის განხორციელების შედეგად, გაძლიერდა აზერბაიჯანის ელექტროსისტემასთან ოპერატიული, გამართული და სინქრონული მუშაობის რეჟიმის საიმედოობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობა.

gardabani-500-Si-axali-avtotransformatorebi-damontaJda-1-small.jpggardabani-500-Si-axali-avtotransformatorebi-damontaJda-2-small.jpggardabani-500-Si-axali-avtotransformatorebi-damontaJda-3-small.jpggardabani-500-Si-axali-avtotransformatorebi-damontaJda-4-small.jpg

კომუნიკაცია