2024-09-17
გიორგი გიგინეიშვილის შეხვედრა მრავალშვილიან თანამშრომლებთან
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ უკვე ტრადიციად იქცა მრავალშვილიან თანამშრომელთა დასაჩუქრება.
წელსაც, გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა სსე-ის მრავალშვილიან თანამშრომლებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ, სასაჩუქრე ბარათები გადასცა და წარმატებები უსურვა შვილებთან ერთად. „ ჩვენს კომპანიას ყოველწლიურად უფრო მეტი მრავალშვილიანი თანამშრომელი ჰყავს, რაც ძალიან სასიხარულოა," - აღნიშნა გიორგი გიგინეიშვილმა.