2024-09-25
კონფერენცია EU4Energy მეორე ფაზის პროგრამის ფარგლებში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორმა ორგანიზებული ბაზრების განვითარების და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში ზვიად გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის ხელშეწყობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ”.
კონფერენციაზე ზვიად გაჩეჩილაძემ შავი ზღვის კაბელის პროექტის პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ვრცლად ისაუბრა წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობაზე, რომელმაც სამომავლოდ ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.
კონფერენციაში, რომელიც EU4Energy მეორე ფაზის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიებისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებმა.



