ახალი ამბები

2024-05-16 

მინისტერიალი მწვანე ენერგიის განვითარების შესახებ

საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, უნგრეთისა და რუმინეთის მთავრობებს შორის 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში, რიგით VII მინისტერიალი გაიმართა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი პეტერ სტარაი, რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დან დრაგოშ დრაგანი, ბულგარეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გეორგი სამანდოვი და ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალური დირექტორატის საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი კირილ ლოისელი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი, რუმინეთის გადამცემი ქსელის ოპერატორის, „ტრანსელექტრიკას“, იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ის და უნგრეთის ენერგეტიკული კომპანია MVM-ის წარმომადგენლები.

შეხვედრის ძირითად მიზანს ზემოაღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ინიცირებული „მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიმდინარეობის, პროექტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტის და სამომავლო ნაბიჯების განხილვა წარმოადგენდა.

მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მწვანე ენერგიის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2024 წლის იანვარში დაიწყო და მისი ძირითადი მიზანია, დაადგინოს შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის მწვანე ენერგიის მიმოცვლის ტექნიკური შესაძლებლობები და ეკონომიკური ფაქტორები. მინისტერიალზე მონაწილეების მხრიდან გამოითქვა მზაობა რუმინეთში, კერძოდ კი ქალაქ ბუქარესტში, ერთობლივი საწარმოს შექმნის მიზნით მემორანდუმის გაფორმებაზე.

ministeriali-mwvane-energiis-ganviTarebis-Sesaxeb-1-small.jpgministeriali-mwvane-energiis-ganviTarebis-Sesaxeb-2-small.jpgministeriali-mwvane-energiis-ganviTarebis-Sesaxeb-3-small.jpgministeriali-mwvane-energiis-ganviTarebis-Sesaxeb-4-small.jpgministeriali-mwvane-energiis-ganviTarebis-Sesaxeb-5-small.jpgministeriali-mwvane-energiis-ganviTarebis-Sesaxeb-6-small.jpgministeriali-mwvane-energiis-ganviTarebis-Sesaxeb-7-small.jpgministeriali-mwvane-energiis-ganviTarebis-Sesaxeb-8-small.jpg

კომუნიკაცია