ახალი ამბები

2024-02-16 

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ვანო ზარდიაშვილმა სსე-ის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის სამუშაო ვერსიის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრებს სსე-ის წარმომადგენლებთან ერთად „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის“, „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ძირითადი მიზანი მოსახლეობის ინტერესებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში განსახლების, მიწის ნაკვეთებზე უფლების მოპოვებისა და კომპენსირების საკითხების უკეთ რეგულირებაა.

ღონისძიებაზე მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა წარადგინა პრეზენტაცია საზღვარგარეთის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკასთან დაკავშირებით. დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული გამოწვევები, გამართეს დისკუსია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით, დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები საკითხის ძირითადი პრინციპების მიმართ საერთო კონსენსუსის მიღწევის მიზნით.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა თუ პირადი რესურსით მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურულ პროექტებში განსახლების, მიწის ნაკვეთებზე უფლების მოპოვების და კომპენსირების საკითხების რეგულირება იურიდიული, გარემოს დაცვის, სოციალური და ნებართვების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

sakanonmdeblo-cvlilebebis-proeqtis-samuSao-versiis-ganxilva-1-small.jpgsakanonmdeblo-cvlilebebis-proeqtis-samuSao-versiis-ganxilva-2-small.jpgsakanonmdeblo-cvlilebebis-proeqtis-samuSao-versiis-ganxilva-3-small.jpgsakanonmdeblo-cvlilebebis-proeqtis-samuSao-versiis-ganxilva-5-small.jpgsakanonmdeblo-cvlilebebis-proeqtis-samuSao-versiis-ganxilva-4-small.jpg

კომუნიკაცია