2024-04-08
სამუშაო შეხვედრა კომპანია Huawei-ის მმართველ რგოლთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი კომპანია Huawei-ის მმართველ რგოლს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გიგინეიშვილმა მოინახულა კვლევითი და განვითარების დასახლებები, გაეცნო Huawei-ის მოწყობილობების ბაზაზე მდებარე ქალაქ შენჟენის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის ფუნქციონირებას და ქარხანაში ელექტრული ინვერტორების წარმოების პროცესს. დაათვალიერა Huawei-ის საგამოფენო გალერეაში სადემონსტრაციოდ გამოტანილი ელექტრული ბატარეების, მართვის სისტემების, დამმუხტი დანადგარებისა და ინვერტორების უახლესი მოდელები, ჭკვიან ელექტრონულ მოწყობილობებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მართვის ცენტრი.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ პროგრესზე ორიენტირებული კომპანიაა, ამიტომ მისი წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანი იყო ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის უმსხვილესი მწარმოებელი Huawei-სგან, რომლის პროდუქციასა და მომსახურებას იყენებენ მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.