ახალი ამბები

2024-03-05 

შეხვედრა სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ-ს ენერგეტიკული ასოციაციის (USEA) ორგანიზებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, თურქეთის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორსა (TEIAS) და „ელექტროენერგიის საკოორდინაციო ცენტრს“ (EKC) შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის მიზანს სსე-სა და TEIAS -ს შორის ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებისას გაუთვალისწინებელი გადახრების კომპენსაციის მექანიზმის პროექტის განხილვა წარმოადგენდა.
მხარეებმა პროექტის კონსულტანტებთან ერთად იმსჯელეს საქართველოსა და თურქეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლისას საათობრივი გადახრების მექანიზმის სრულყოფაზე, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის თვის ჭრილში გრაფიკით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გადადინებისას საათობრივად წარმოქმნილი გადახრების მოცულობების გაანგარიშებას და მეორე ქვეყნისათვის ელექტროენერგიის დაბრუნების მოდელზე შეჯერებას.
სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ორი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორები ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებენ საერთო ანგარიშსწორების წესებს, რაც უზრუნველყოფს სსე-სა და TEIAS-ს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის განმტკიცებას.

gautvalistsinebeli-gadakhrebis-meqanizmi rsz_1.jpg

კომუნიკაცია