ახალი ამბები

2024-11-18 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია საერთაშორისო სიმპოზიუმზე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ, დირექტორთა საბჭოს წევრის გიორგი ამუზაშვილის ხელმძღვანელობით, ,,კავკასიის წყლისა და ენერგიის საერთაშორისო სიმპოზიუმში‘‘ მიიღო მონაწილეობა.

სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო საკონსულტაციო ფორმატის შექმნას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს წყლისა და ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ენერგეტიკული რესურსების მდგომარეობას კავკასიასა და მიმდებარე ქვეყნებში.

კონფერენციაზე სსე-ის დელეგაციის წევრებმა წარადგინეს რამდენიმე თემა, მათ შორის საქართველოს თეორიული და პრაქტიკული ჰიდროპოტენციალის შეფასება, კლიმატის ცვლილება და ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგიით ვაჭრობა.

sse-is-delegacia-saerTaSoriso-simpoziumze-1-small.jpgsse-is-delegacia-saerTaSoriso-simpoziumze-2-small.jpg

კომუნიკაცია