ახალი ამბები

2024-10-09 

სსე-ის გენერალური დირექტორი ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო, სადაც განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგოუსაფრთხოება და განახლებადი ენერგია.
ფორუმი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, რომელმაც გამოსვლისას ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის.
ფორუმზე ვრცლად ისაუბრეს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ენერგობალანსში ადგილობრივი ელექტროენერგიის წილის მატებასა და ექსპორტის ზრდაზე. საუბარი ასევე შეეხო მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან კოორდინირებული მუშაობის საკითხს და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომლის მეშვეობით საქართველო ევროკავშირის ენერგოსისტემას დაუკავშირდება.
ეკონომიკურ ფორუმს ესწრებოდნენ სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

IMG Forum S1.jpgIMG Forum S2.jpgIMG Forum S3.jpg

კომუნიკაცია