ახალი ამბები

2024-11-04 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სსე-ს სამუშაო ვიზიტით KfW-ს განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვია

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სამუშაო ვიზიტით KfW-ს განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მისიის წევრები გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ლაშა ხმიადაშვილს შეხვდნენ, განიხილეს „ენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP), „გადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II"-ისა და „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის" მიმდინარეობა და სამომავლო პროექტები.

ENIP-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის მიზნით, KfW-ს მისიამ ტექნიკური ზედამხედველობის, გარემოს დაცვის და სოციალური საკითხების დეპარტამენტების სპეციალისტებთან და განმახორციელებელ კონსულტანტთან ერთად მოინახულა სსე-ის სხვადასხვა ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები. მათ შორის, ოზურგეთის ქვესადგურის და ელექტროგადამცემი ხაზის ზოტი-ოზურგეთის მშენებლობის პროცესი. KfW განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვია კახეთსაც, სადაც დაათვალიერეს გურჯაანსა და თელავს შორის არსებული 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზი, რეგიონში არსებული ქვესადგურები და ის ტერიტორია თელავში, სადაც დაგეგმილია ახალი ქვესადგურის მშენებლობა.

ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და KfW-ს განვითარების ბანკის პარტნიორობით. პროგრამის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 270 მლნ ევროს, რომელიც მოიცავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფინანსებას KfW-ს მეშვეობით, EBRD-ის დაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც KfW-ს მეშვეობით გაიცემა.

sse-s-samuSao-vizitiT-KfW-s-ganviTarebis-bankis-delegacia-ewvia-1-small.jpgsse-s-samuSao-vizitiT-KfW-s-ganviTarebis-bankis-delegacia-ewvia-2-small.jpg

კომუნიკაცია