ახალი ამბები

2024-03-26 

სსე-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი გაიმართა

ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებისთვის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ტრენინგი გაიმართა.

დამსწრე აუდიტორიას ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გააცნეს. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, განიხილეს კონკრეტული შემთხვევების მაგალითები. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა: მონაცემთა დამუშავების განახლებული პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები, ინფორმაციის დამუშავების ახალი რეგულაციები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი და სხვა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო. მასში გათვალისწინებული ვალდებულებებისა და სიახლეების უმრავლესობა ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შევიდა.

personalurmonacemtadacva11.jpgpersonalurmonacemtadacva22.jpgpersonalurmonacemtadacva33.jpgpersonalurmonacemtadacva44.jpgpersonalurmonacemtadacva55.jpgpersonalurmonacemtadacva66.jpgpersonalurmonacemtadacva77.jpgpersonalurmonacemtadacva88.jpg

კომუნიკაცია