ახალი ამბები

2025-10-29 

KfW-ს განვითარების ბანკის მისია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

KfW-ს განვითარების ბანკის წარმომადგენლები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ესტუმრნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა, დირექტორმა პროექტების მართვის საკითხებში რუსუდან შამუგიამ, კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა და KfW-ს პორტფელის მენეჯერმა რობერტ როსნერმა, საკონსულტაციო კომპანია Fichtner-ის და ბანკის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთში ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. დაესწრნენ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „ზოტი-ოზურგეთის“ ერთ-ერთ მონაკვეთზე კაბელის გაჭიმვის პროცესს, ასევე მოინახულეს ქვესადგური „წყალტუბო 220“, რომლის გაფართოების პროექტი დასრულების ფაზაშია.

აღნიშნულ პროექტებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გერმანიის მთავრობისა და KfW-ს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

KfW-ს განვითარების ბანკის მისიის დასასრულს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში დელეგაციის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს KfW-ს ჩართულობით მიმდინარე სხვა პროექტები და მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

KfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-1-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-2-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-3-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-4-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-5-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-6-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-7-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-8-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-9-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-10-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-11-small.jpgKfW-s-ganviTarebis-bankis-misia-sse-Si-29.10.25-12-small.jpg

კომუნიკაცია