2025-10-08
შეხვედრა AIIB-ის წარმომადგენლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დირექტორს ინვესტიციების მიმართულებით კონსტანტინ ლიმიტოვსკის და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.



