ახალი ამბები

2025-09-11 

შეხვედრა ჩინეთის ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანია China Energy Engineering Corporation-ის და განახლებადი ენერგიების მიმართულებით მომუშავე კომპანია Sungrow-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განახლებადი ენერგიის ობიექტების ქსელთან მიერთების, ასევე დამაგროვებელი ბატარეების სისტემის დანერგვისა და განვითარების საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების შესაძლებლობების განხილვა.

sungrow 3.jpgsungrow 4.jpgsungrow 1.jpgsungrow 2.jpgsungrow 5.jpg

კომუნიკაცია