ახალი ამბები

2025-09-29 

შეხვედრა კომპანია CATL-ის წარმომადგენლებთან

საქართველოში ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების სისტემის პროექტების განვითარების შესაძლებლობები განიხილა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა ბატარეების მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანია CATL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მწვანე ენერგიების ქსელთან მიერთება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ენერგიების დამაგროვებელი ბატარეები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს გადამცემი სისტემის მდგრადობისთვის, უზრუნველყოფს მზისა და ქარის სადგურების ინტეგრაციის ლიმიტების ზრდას და ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.

Sexvedra-kompoania-CATL-is-warmomadgenlebTan-1-small.jpgSexvedra-kompoania-CATL-is-warmomadgenlebTan-2-small.jpgSexvedra-kompoania-CATL-is-warmomadgenlebTan-1-3-small-corect.jpgSexvedra-kompoania-CATL-is-warmomadgenlebTan-5-small.jpgSexvedra-kompoania-CATL-is-warmomadgenlebTan-6-small.jpgSexvedra-kompoania-CATL-is-warmomadgenlebTan-4-small-corect.jpg

კომუნიკაცია