ახალი ამბები

2025-12-05 

შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი და სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ირაკლი კენჭიაშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთდამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელობაზე, მისი გაძლიერების აუცილებლობაზე, ელექტროენერგიის მიმოცვლის ზრდის შესაძლებლობებსა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. აღინიშნა, რომ რეგიონული მასშტაბით ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი არენ არაქელიანი.

Sexvedra-somxetis-respublikis-elchtan-3-small.jpgSexvedra-somxetis-respublikis-elchtan-1-small.jpgSexvedra-somxetis-respublikis-elchtan-4-small.jpgSexvedra-somxetis-respublikis-elchtan-2-small.jpgSexvedra-somxetis-respublikis-elchtan-5-small.jpgSexvedra-somxetis-respublikis-elchtan-6-small.jpg

კომუნიკაცია