2025-06-12
„აზიის სუფთა ენერგიის ფორუმი 2025“
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო რიგით მე-20 ენერგეტიკულ ღონისძიებაში „აზიის სუფთა ენერგიის ფორუმი 2025“.
ფორუმზე ზვიად გაჩეჩილაძემ წარადგინა მოხსენება სახელწოდებით: ,,მწვანე ენერგიის დერეფნები, როგორც საერთო მომავალი ცენტრალურ, დასავლეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში“. სიტყვით გამოსვლისას მან ვრცლად ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების ფარგლებში.
ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა სუფთა ენერგიასთან დაკავშირებული ინოვაციები, რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საკითხები და განახლებადი ენერგიის დაფინანსების ახალი მოდელები.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებული „აზიის სუფთა ენერგიის ფორუმი“ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს 1000-ზე მეტ მონაწილეს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

