2025-07-04
ეკონომიკური ფორუმი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრებმა „ეკონომიკური ფორუმის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები“ მიიღეს მონაწილეობა.
რუსუდან შამუგიამ, გიორგი ამუზაშვილმა, ზვიად გაჩეჩილაძემ და დავით ტეტუნაშვილმა ფორუმის სხვა მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ტენდენციები, ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები, მსხვილი ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის, დამაგროვებელი ბატარეებისა და „მწვანე წყალბადის“ განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
დისკუსიაში ასევე განიხილეს ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ანგარიშსწორების წესში ცვლილება და მათ მიერ ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობის განაწილება; ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლა; გამანაწილებელ ქსელზე ჯგუფურად მიერთება და გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილება და სხვა აქტუალური საკითხები.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.






