2025-04-24
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და Elia Grid International-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და ბელგიაში დაფუძნებულ საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიას Elia Grid International SA/NV-ს (EGI) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას და საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებას.
მემორანდუმის ფარგლებში, EGI გამოხატავს მზადყოფნას, კონსულტაცია გაუწიოს სსე-ის ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის საიმედოობის საკითხებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას და ქსელში გენერაციის ახალი ობიექტების ინტეგრირებას.
EGI-ის საქმიანობის ძირითადი სფერო ენერგეტიკაა და ამ მიმართულებით ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში.







