2025-09-18
ენერგეტიკოსის დღე
ენერგეტიკოსის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, „ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ქვეყნისთვის ენერგეტიკის დარგის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე ასევე მიულოცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრები და სხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები.
ღონისძიებაზე ენერგეტიკის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ტექნიკური უსაფრთხოებისა და ინსპექციის სამსახურის უფროსი, მერაბ კვირიკაშვილი.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ყველა ენერგეტიკოსს ულოცავს პროფესიულ დღეს და უსურვებს წარმატებას მათ საქმიანობაში.














