ახალი ამბები

2025-09-07 

ჰაკათონი Energo Hack 2025

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მონაწილეობა მიიღო ჰაკათონში - Energo Hack 2025, რომლის მიზანი იყო ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების განხორციელების ხელშეწყობა ენერგეტიკის, მწვანე ენერგიის განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, როგორც ღონისძიების მხარდამჭერმა და ჟიურის წევრმა ორგანიზაციამ, გამოავლინა სსე-ის რჩეული გუნდი - „ენერგომეტრიქსი“.
გუნდის ორივე წევრი, რომელთა იდეაც ყველაზე მეტად თანხვედრაშია სსე-ის საქმიანობასა და სტრატეგიულ მიმართულებებთან, გაივლიან სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ , რაც ახალგაზრდებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება სისტემის მართვისა და განვითარების სფეროში.
ჰაკათონი Energo Hack 2025 კასპის ტექნოპარკში, „საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა და მასში 60-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ახალი თაობის პროფესიულ გაძლიერებას. კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერას ენერგეტიკის სფეროში.

Hack 16JPG.jpgHack 2.jpgHack 1.jpgHack 3.jpgHack 4.jpgHack 5JPG.jpgHack 6JPG.jpgHack 7JPG.jpgHack 8JPG.jpgHack 9JPG.jpgHack 10JPG.jpgHack 11JPG.jpgHack 12JPG.jpgHack 17JPG.jpgHack 13JPG.jpgHack 14JPG.jpgHack 15JPG.jpg

კომუნიკაცია